fbpx
პოლიტიკა

ორი თურქი ჯარისკაცის დაბრუნების გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე მიიღეს

ორი თურქი ჯარისკაცი, რომელიც კვირას, მდინარე ევროსთან დააკავეს, თურქეთში დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება 18:30 საათზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ დაეკონტაქტნენ ერთმანეთს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, რათა შემდგარიყო მოლაპარაკება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმის კურსში ჩააყენეს პრემიერ-მინისტრიც, იქამდე, სანამ ჯარისკაცების დაბრუნების საკითხი გადაწყდებოდა.

evros-news.gr-ის მიხედვით, ჯარისკაცების ტრანსპორტირება მოხდა სამხედრო ჯიპით ხიდამდე, სადაც ისინი გადასცეს თურქეთის ხელისუფლებას.

იგივე წყაროს ცნობით, მათგან ერთი-ერთი ლეიტენანტი იყო, ხოლო მეორე სერჟანტი გახლდათ. თურქული მხარის განცხადებით, ერთი ჯარისკაცის იარაღი და მობილური ტელეფონი არ დაუბრუნებიათ.

ცნობილია, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ სამხედრო ბანაკში, კავისო ფერონში, იქამდე, სანამ მათი უკან დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

onalem

ტესტ