fbpx
საზოგადოება

ხანძარში დაღუპული 6 თვის ჩვილი მეხანძრის შვილი იყო, რომელიც იმ დროს ცეცხლს ებრძოდა

კიდევ ერთი სულისშემძვრელი ისტორია… 6 თვის ჩვილი, რომელიც ატიკის ხანძრის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე პატარა მსხვერპლია, მეხანძრის შვილი იყო, რომელიც სწორედ იმ მომენტში, მოსახლეობის გადასარჩენად, ცეცხლს პირისპირ ებრძოდა. “მან თავისი ოჯახი უკან მოიტოვა და ცეცხლის ჩასაქრობად წავიდა. ახლა მისი შვილი გარდაცვლილია, ცოლი კი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება,” ამბობს მეხანძრეთა გაერთიანების პრეზიდენტი, დიმიტრის სტათოპულოსი.

“ეს  ტრაგედიაა და ალბათ ხვდებით, რა მდგომარეობაშია ახლა მეხანძრე,” დაამატა მან.

ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ის კვამლისგან გაიგუდა.

“ჩემი შვილიშვილი მხოლოდ 6 თვის იყო და მონათლულიც კი არ იყო. ის მარგარიტას მკლავებში დაიღუპა, მარგარიტა კი ახლა საავადმყოფოშია. ჩვენ ისინი ორივე ზღვაში ვიპოვეთ, მაგრამ 5 საათის დაგვიანებით, მას შემდეგ, რაც მატის ცეცხლმა გადაუარა, ამბობს მარია დიონისოტი, ბავშვის ბებია.

დიონისოტიმ 48 საათში დაკარგა თავისი შვილიშვილი, ორი ბიძაშვილი და მათი შვილები.

 

 

onalem

ტესტ