fbpx
მსოფლიო

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა

საფრანგეთის ახალი, 25-ე პრეზიდენტი პოლიტიკური მოძრაობა “წინ”-ის დამფუძნებელი ემანუელ მაკრონი გახდა. BBC-ის ინფორმაციით, მაკრონს ამომრჩეველთა 65.5%-მა დაუჭირა მხარი.

“ნაციონალური ფრონტის” ლიდერს მარინ ლე პენს კი მოქალაქეთა მხოლოდ 34.5%-მა გამოუცხადა ნდობა.

დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.

პრეზიდენტობისათვის ერთმანეთს მოძრაობა “წინ”-ის დამფუძნებელი ემანუელ მაკრონი და პარტია “ეროვნული ფრონტის” წარმომადგენელი მარინ ლე პენი უპირისპირდებოდნენ.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კი 23 აპრილს გაიმართა, რომლის შედეგებით მაკრონს ამომრჩეველთა 24,01%-მა დაუჭირა მხარი, მარინ ლე პენს – 21,3%-მა.

onalem

ტესტ