fbpx
საბერძნეთი

წელს კუნძულ სანტორინს 2 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

საუცხოო სილამაზის მქონე ბერძნულ კუნძულ სანტორინზე 2017 წელს 2 მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა, საიდანაც 850 000 საკრუიზო ლაინერით მოგზაურობდა.

საბერძნეთისთვის წლევანდელი წელი ტურისტთა რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო. ქვეყანას 30 მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდა და ფაქტია, რომ კუნძული სანტორინი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დანიშნულების ადგილი იყო.

თუმცა, კუნძულზე სეზონი შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 850 000  ტურისტი კუნძულს საკრუიზო ლაინერით ეწვია, დანარჩენები კი თვითმფრინავებით და გემებით.

კუნძულზე მცხოვრები ადამიანების 90% ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსული თანხით ცხოვრობს. თუმცა, ამ ყველაფერს თავისი ნეგატიური მხარეც აქვს: ტურისტული ადგილების განლაგების სიმჭიდროვე მნიშვნელოვნად აღემატება ისეთ კუნძულებზე არსებულ სიმჭიდროვეს, როგორებიცაა: კო, მიკონოსი და როდოსი. ძალიან პატარა ტერიტორიაზე განლაგებულია 700-ზე მეტი კაფე-ბარი, რესტორანი და საცხობი. სანტორინზე არსებობს სასმელი წლის პრობლემაც. მხოლოდ ბოლო 3 წლის მანძილზე წყალზე მოთხოვნა 46%-ით გაიზარდა.

onalem

ტესტ