fbpx
საბერძნეთი

“ალბანელები, რომლებიც ათენში ცხოვრობენ, ისეთივე ათენელები არიან, როგორიც მე ვარ” – კოსტას ბაკოიანი

კოსტას ბაკოიანი ალბანეთის დედაქალაქს, ტირანას ეწვია, სადაც “ბერძნული პარკის” განახლების პრეზენტაციას დაესწრო. ეს არის პროექტი, რომელიც ალბანეთში არსებული ბერძნული ბიზნეს დაწესებულებებისგან დაფინანსდა. ათენის მერმა ინტერვიუ მისცა ალბანურ მედიას და ისაუბრა იმ ყველაფერზე, რაც ბერძნებსა და ალბანელებს აერთიანებთ.

 – როგორ შეაფასებდით ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის, აღიარეთ, არსებობს უთანხმოება?

დიახ, არსებობს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე. ჩვენ ყველას გვინდა ერთად ვიყოთ ევროპულ ოჯახში, გვინდა ბერძნული დროშა, ალბანური დროშა და ევროპული დროშა გვერდი-გვერდ, ამაყად. ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ერთი მიზნისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ალბანეთის ევროპულ მომავალს და ამის შესახებ თავიდანვე მკაფიო პოზიცია გვქონდა.

– მოდით, ვისაუბროთ ალბანურ საზოგადოებაზე საბერძნეთში. რა არის მისი როლი თქვენს ქვეყანაში?

ჩვენ ვსაუბრობთ ათენელებზე, ნამდვილ ათენელებზე. როგორც მე ვარ ათენელი, ისევე არიან ისინიც. მათი შვილები იზრდებიან ჩვენი შვილების გვერდით, დადიან ერთ სკოლაში, ზოგი მსახურობს ჩვენს ჯარში და საბოლოოდ, ისინი ყველა ერთად მუშაობენ. არ არსებობს მათ შორის განსხვავება. ალბანური საზოგადოება ჩვენი დიდი ნაწილია და ამით ძალიან ვამაყობთ, ისევე როგორც ვამაყობთ ჩვენი ათენით.

onalem

ტესტ