ვინ გადაიხდის მომატებულ გადასახადებს (ΕΝΦΙΑ) 2018 წელს

1 მილიონზე მეტ უძრავი ქონების მესაკუთრეს მომატებული გადასახადების( ΕΝΦΙΑ)გადახდა მოუწევს. „აგვისტოდან ,მათთვის,ვინც საგადასახადო ვალდებულებების 15%-ს იხდიდა,ოდენობა გაიზრდება“,განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ავკლიდის ცაკალოტოსმა,გუშინ სირიზას(ΣΥΡΙΖΑ) პარტიულ სხდომაზე.

იმის გათვალისწინებით,რომ უძრავი ქონების მეპატრონეები 7 მილიონს აჭარბებენ,გადასახადების 15%-ით გაზრდა 1 მილიონ ადამიანზე მოდის. გადასახადები იწყება 20 ევროდან და ბევრად მაღალ საფეხურებს აღწევს,რაც შეეხება,მრავალთა შორის,სახლებსა და ტურისტულ ადგილებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით,გადამხდელთა 67%-ისთვის ცვლილებები არ იქნება.მიუხედავად იმისა,რომ ქვეყნის ბევრ რეგიონში იქნება გარკვეული დოზით შემცირება,უძრავი ქონების მეპატრონეების,მხოლოდ 18%-ისთვის შემცირდება გადასახადები.

ობიექტური ღირებულებების შემცირება მოხდება სწრაფად და არა თანდათანობით ორი წლის განმავლობაში,როგორც გეგმავდა მთავრობა ტვირთის შესამცირებლად. ობიექტური ღირებულებების ზრდა ავტომატურად გაზრდის უძრავი ქონების საერთო ღირებულებას ასობით ათასი გადამხდელისთვის,რომელიც პირველად გაებმება უძრავი ქონების გადასახადების მახეში,რაც დღეისთვის 200.000 ევროზე მეტს შეადგენს. ეკონომიკური თანამშრომლები გადასახადების შეზღუდვის მიზნით გეგმავენ დამატებით ინტერვენციებს გადასახადში,კერძოდ გაზრდიან თავისუფალ საგადასახადო ზღვარს.

ეს ზღვარი ამჟამად 200.000 ევროს შეადგენს და არის სემოტავაზება,რომ 50.000 ევროს ოდენობით გაიზარდოს. დრო ამოიწურა და საბოლოოდ საგადასახადო ტვირთის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა.თუმცა ნებისმიერ შემტხვევაში,მომავალი რამდენიმე საათის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ΕΝΦΙΑ-ში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ,უნდა მოიცავდეს მრავალპუნქტიან სიაში არსებულ წინაპირობებს,რომლებიც პარასკევს პარლამენტში იქნება წარდგენილი.

საგადასახადო ბარიერის 50.000 ევროს ოდენობის გაზრდით,უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან საშუალო და მსხვილი უძრავი ქონების მეპატრონეები,მათგან განსხვავებით,ვისაც უძრავი ქონება ე.წ. იაფფასიან ტერიტორიებზე აქვთ;ეს უკანასკნელები ობიექტურ საფასურს გადაიხდიან. გარდა ამისა,როგორც ევროპის ოფიციალურმა პირმა განაცხადა,“შეუძლებელია სოციალური პოლიტიკის განხორციელება ΕΝΦΙΑ-სთან ერთად“. დღესდღეობით 500.000-ზე მეტ მფლობელს შეეხება დამატებითი ხარჯი,მაშინ,როცა მათი უძრავი ქონების ღირებულება მთლიანობაში 607,61 მილიარდ ევროს შეადგენს. დამატებითი გადასახადი (ΕΝΦΙΑ) ნაკლები ოდენობით დაეკისრებათ უძრავი ქონების მესაკუთრეებს ფსიხიკოში(Ψυχικό),ფილოთეიში (Φιλοθέη) და ეკალიში( Εκάλη),მაშინ,როცა შედარებით მეტის გადახდა მოუწევთ მესაკუტრეებს კერაცინიში(Κερατσίνι),დრაპეცონასა (Δραπετσώνα)და პერამაში(Πέραμα).