fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს საელჩო ბერძნულ საინფორმაციო სააგენტოებთან ვერ თანამშრომლობს

  1. მას შემდეგ, რაც 30 აგვისტოს საბერძნეთში საქართველოს ელჩმა, იოსებ ნანობაშვილმა, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიმართა და აცნობა, რომ ის დიასპორასთან ერთად იწყებდა მუშაობას, რათა საქართველოს იმიჯი პოზიტიურად წარმოეჩინა საბერძნეთში, ხოლო საბერძნეთის საინფორმაციო სააგენტოები მკაცრად გაეკონტროლებინა, რათა ქართველებზე ცრუ ინფორმაციები არ გავრცელდეს, შედეგები ასეთია:
    •  ბოლო ერთი კვირის მანძილზე საბერძნეთის საინფორმაციო სივრცეში არ დაწერილა არცერთი პოზიტიური სიახლე/ამბავი საქართველოზე.
    • ბოლო ერთი კვირის მანძილზე 20-ზე მეტ ბერძნულ საინფორმაციო საიტზე, 4-ზე მეტ ბერძნულ საინფორმაციო არხზე, გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაციები, რომლებიც მიზნაც ისახავენ ქართველების რეპუტაციის შელახვას საბერძნეთში

    (წყარო იხილეთ აქ – google-ის ბოლო 1 კვირის მონაცემები, როდესაც ვწერთ სიტყვა “Γεωργιανοι”)