fbpx
საზოგადოება

“მენატრები, დედა, იყავი ძლიერი” – რას წერს 21 წლის გოგონა, რომელმაც თავი პოლიციის განყოფილებაში მოიკლა

წერილი გამოქვეყნდა საბერძნეთის პოლიციის მიერ. 21 წლის დიმიტრა ლეციუმ თავი პოლიციის განყოფილებაში, საკუთარი ფეხსაცმლის თასმით ჩამოიხრჩო, ერთი დღით ადრე, ვიდრე მას კორიდალოს ციხეში გადაიყვანდნენ.

როგორც ცნობილია, 21 წლის ახალგაზრდას მამა გარდაეცვალა, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ, დატოვა საცხოვრებელი სახლი ილიასში და საშიში საზოგადოების წრეში გაერია. სწორედ ამის შემდეგ მისი ცხოვრება აირია და ციხეში მოხვდა. უცნობია, თუ კონკრეტულად, რის გამო დააკავეს ის.

მისი 60 წლის დედა ჩივის, რომ გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც პოლიციაში უგულებელყვეს და ის საკანში თასმებიანი ფეხსაცმლი შეუშვეს, რომლითაც საბოლოოდ თავის მოკვლა შეძლო.

უცნაურია ფაქტი, რომ ქალის თქმით, გოგონა ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მას უნდოდა დედასთან და ბებიასთან კარგი ურთიერთობა აღედგინა, აცნობიერებდა საკუთარ შეცდომებს.

სულისშემძვრელია წერილი, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დედას მისწერა:

“საყვარელო დედა, გწერ, რადგან მინდა გითხრა, რომ მენატრები და მნიშვნელობა არ აქვს, რომ ვჩხუბობდით, იყავი ძლიერი, დამელოდე, სანამ გარეთ გამოვალ. მე ვეცდები გავხდე ისეთი, რაზეც მამა ოცნებობდა. ჯერ არაფერი დამთავრებულა. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ აღვადგინოთ ჩვენი ოჯახი. ნუ დატოვებ სახლს, სანამ გარეთ არ გამოვალ, შემდეგ სამუშაოს ვიპოვი. სხვა არავინ მყავს, შენ ხარ ჩემი დედა, შენ გამზარდე. აქ ციხეში ყოველდღე ვიბრძვი. ვისწავლე, რომ ვიყო მართალი, ჯერ ჩემი თავის შემდეგ კი სხვების მიმართ. უთხარი ბებიას, რომ მენატრება და მიყვარს.”

ბოლო ინფორმაციით, ის პენდელის პოლიციის განყოფილების საკანში საკუთარი ფეხსაცმლით ჩამომხრჩვალი გასულ ორშაბათს იპოვეს.

onalem

ტესტ