fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ყოფილ ადვოკატს შვილიშვილის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ

საბერძნეთში ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ბოლო პერიოდის მანძილზე განსაკუთრებით გახშირდა. ჯერ იყო ლეროსზე მომხდარი შემთხვევა, თუმცა, ახლა საქმე ბერძენ ადვოკატს ეხება, რომელიც საკმაოდ ძლიერი ავტორიტეტით სარგებლობდა.

კერძოდ, 68 წლის ყოფილ ადვოკატს, რომელიც უკვე პენსიაზეა გასული, საკუთარი შვილიშვილის სექსუალურ შევიწრვებაში ადანაშაულებენ.

7 წლის გოგონამ თავის მასწავლებელთან დაიჩივლა, რომ მას მსგავსი შეურაცხყოფას აყენებდნენ და ძალიან სტკიოდა.

სკოლის ხელმძღვანელობამ მომხდარის შესახებ მაშინვე პოლიციას აცნობა, თუმცა, ამ შემთხვევაში მსხვერპლი არა მხოლოდ 7 წლის გოგონა, არამედ მისი 9 წლის ძმაც არის.

ბავშვები დედასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდნენ, რადგან მათმა მამამ ოჯახი დიდი ხნის წინ დატოვა.

68 წლის ყოფილი ადვოკატი დაკავებულია, თუმცა, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

პოლიცია ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

 

onalem

ტესტ