fbpx
საბერძნეთი

ტრანსპორტის სამინისტრო შეღავათიანი ბილეთების გამოშვებას გეგმავს

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა ხრისტოს სპირიტიზმა განაცხადა, რომ მთავრობა ახალი, შეღავათიანი ბილეთების გამოშვებას გეგმავს, რომელიც ხანმოკლე მგზავრობისთვის იქნება განკუთვნილი.

კერძოდ, მინისტრის თქმით, უსამართლობაა, როდესაც ადამიანი, რომელსაც მცირე მანძილზე გადაადგილება სურს, ყიდულობს იგივე ღირებულების ბილეთს, რომელსაც ყიდულობს ის, ვისაც ატიკის მასშტაბით მგზავრობა სურს.

მოკლე მანძილზე სამგზავრო ბილეთები 1 ევროზე ნაკლები ეღირება.

ამჟამად ერთი სტანდარტული ბილეთის ღირებულება 1,40 ევროა, რომელიც 90 წუთს მოიცავს. ზოგიერთ ადამიანს კი შესაძლოა მგზავრობისთვის ამდენი დრო არ სჭირდებოდეს.

ამავე დროს OASA გეგმავს ორი მიმართულებით მგზავრობისთვის განკუთვნილი ბილეთების გამოშვებას, რომელიც 2, 80 ევრო ეღირება.

როგორც სამინისტრო იტყობინება, აღნიშნული ცვლილებები 2018 წლის გაზაფხულამდე ძალაში არ შევა.

წყარო: http://www.keeptalkinggreece.com/2017/11/13/athens-trasnport-tickets-fare/

onalem

ტესტ