fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: გარდაცვლილია 40 დღის ჩვილი, რომლის დასაკრძალად მშობლებს თანხა არ აქვთ

ოჯახს, რომელიც კრეტაზე, ირაკლიოში სააღდგომოდ იყო წასული, თავს დიდი ტრაგედია დაატყდა. დედამ, რომელსაც საკუთარი შვილის გამოკვება სურდა, მისი გაღვიძება ვერ შეძლო. 40 დღის ჩვილი უკვე გარდაცვლილი იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა დედა ბავშვის ოთახში შევიდა, რათა გაეღვიძებინა და ძუძუთი გამოეკვება.

სამწუხაროდ, ახალშობილი არაფერზე რეაგირებდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ოჯახს განუცხადეს, რომ ბავშვი უკვე დაღუპული იყო.

როგორც ცნობილი გახდა, მისი სიკვდილი ფიზიოლოგიურმა მიზეზებმა გამოიწვია და არ აღინიშნებოდა არანაირი ძალადობის კვალი.

ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ფაქტი, რომ მშობლებს მის დასაკრძალად თანხები არ აქვთ. თუმცა, ხარჯები თავის თავზე იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ აიღო, რომელშიც ჩვილი მიიყვანეს.

საბერძნეთის პოლიცია საქმეში ჩაერთო და გამოძიება დაიწყო.

onalem

ტესტ