fbpx
საზოგადოება

“მისი საქციელი წარმოუდგენელია, მაგრამ მე მესმის მისი” – 22 წლის გოგონას დედა

“ჩემთვის რომ ეთქვა, დავეხმარებოდი, არაფერი გამიგია,” აცხადებს 22 წლის გოგონას დედა, რომელმაც საკუთარი შვილი აივნიდან გადააგდო. ის დუმილს არღვევს.

“უფლებას არ მივცემდი გოლგოთა მარტოს გაევლო, მისი საქციელი წარმოუდგენელია, მაგრამ მე მესმის მისი განსაცდელი,” ამბობს ქალი, რომლის შვილის ქმედებამ მთელი საბერძნეთი შეძრა.

“ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემს შვილს დაემართა. არაფერი გამიგია, ისევე როგორც ამ კორპუსის არცერთ მაცხოვრებელს. რამდენიმე კილოგრამი, რომელიც მან ბოლო თვეებში მოიმატა, ჩემთვის ეჭვის გაჩენის მიზეზი რ ყოფილა. როცა პოლიციამ მითხრა, რომ ის ჩემი შვილის ბავშვი იყო, ღრუბლებიდან ჩამოვვარდი. ჩემთვის რომ ეთქვა, დავეხმარებოდი და ამ გოლგოთას მარტო გავლის უფლებას არ მივცემდი. ის ჯერ მხოლოდ 22 წლის ბავშვია. როგორც ჩვენი ფსიქოლოგები  ამბობენ, მისი მდგომარეობა კარგი არ არის. დიდი ხანი დაგვჭირდება სტრესიდან გამოსასვლელად. მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები, რაც შემიძლია მივცემ.”

როგორც ცნობილია, 22 წლის გოგონა ამბობს, რომ ამ ამბის ყველასგან დამალვა უნდოდა, დედისგანაც კი, რადგან მისი რეაქციის საშინლად ეშინოდა. ის მისთვის მხარდამჭერ ფაქტორს არ წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ, დუმილი და სიმარტოვეში ტანჯვა არჩია.

გოგონას მშობლების განქორწინების შემდეგ მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, ამიტომ დახმარებას ვერც მას სთხოვდა.

ის საბოლოოდ, 5, 000 ევროს სანაცვლოდ, ქვეყნის დატოვების აკრძალვით, გაათავისუფლეს.

onalem

ტესტ