fbpx
საზოგადოება

როგორ იმუშავებს ათენში ტრანსპორტი აღდგომის დღეებში?!

წითელი პარასკევიდან სამშაბათამდე ათენში თითოეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს.

კერძოდ, დღეს პარასკევს ავტობუსები და ტროლეიბუსები მუშაობენ შაბათი დღის განრიგით (15-20 წუთში ერთხელ).

შაბათს ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ კვირა დღის განრიგით (25-30 წუთში ერთხელ).

კვირა დღეს უცვლელი იქნება კვირა დღის რეჟიმი, ასევე კვირა დღის რეჟიმით იმუშავებენ ორშაბათს.

სამშაბათს კი ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავაბენ შაბათი დღის რეჟიმით.

რაც შეეხება მეტროს:

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზი პარასკევს იმოძრავებს ყოველ 7 წუთში ერთხელ დილის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო 17:00 საათის შემდეგ ყოველ 10 წუთში ერთხელ.

შაბათს იმოძრავებს ყოველ 10 წუთში ერთხელ.

კვირას იმოძრავებს ყოველ 10 წუთში ერთხელ 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო ყოველ 15 წუთში ერთხელ დანარჩენ საათებში.

ორშაბათს იმოძრავებს 10-12 წუთში ერთხელ.

სამშაბათს იმოძრავებს ყოველ 5 წუთში ერთხელ 06:30 საათიდან 17:00 საათამდე, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე ყოველ 7 წუთში ერთხელ ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 10 წუთში ერთხელ.

ტრამვაი:

ტრამვაი იმოძრავებს პარასკევს ყოველ 20 წუთში ერთხელ 10:00 საათიდან 21:30 საათამდე, ხოლო დანარჩენ საათებში 25 წუთში ერთხელ.

შაბათს ყოველ 25 წუთში ერთხელ.

კვირას ყოველ 30 წუთში ერთხელ.

ორშაბათს ყოველ 30 წუთში ერთხელ.

სამშაბათს ყოველ 20 წუთში ერთხელ.

ელექტრო მატარებელი (ტრენო):

პარასკევს იმოძრავებს ყოველ 10,5 წუთში ერთხელ.

შაბათს იმოძრავებს ყოველ 10, 5 წუთში ერთხელ.

კვირას იმოძრავებს ყოველ 12, 5 წუთში ერთხელ.

ორშაბათს ყოველ 12,5 წუთში ერთხელ.

სამშაბათს 06:30 საათიდან 21:00 საათამდე ყოველ 6 წუთში ერთხელ, დანარჩენ საათებში კი ჩვეულ რეჟიმში.

onalem

ტესტ