fbpx
საბერძნეთი

სერიოზული ავარია თესალონიკის გზაზე: გარდაცვლილია 4 ქალი

დღეს თესალონიკი-ევზონოს ცენტრალურ გზატკეცილზე სერიოზული ინციდნტი მოხდა. სურათი ძალიან მძიმეა, ორი მანქანის შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

სამი ქალი 58, 65 და 66 წლის, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი მათგანი, 43 წლის, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რაც შეეხება მეორე მანქანაში მსხდომ მგზავრებს, იქ 51 წლის მღვდელი და 54 წლის მონაზონი ისხდნენ.
ისინი ამ დრომდე თესალონიკის საავადმყოფოში რჩებიან.

შემთხვევის ადგილზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ