fbpx
საზოგადოება

ბერძენი პროფესორის განცხადებით, აფრიკის მტვერი ტოქსიკური არ არის

ათენის უნივერსიტეტის პულმუნოლოგიის პროფესორი პანაიოტის ბეხრაკისი აფრიკის მტვერზე საუბრობს, რომელმაც მოიცვა კრეტა და საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი.

კერძოდ, მისი თქმით, აფრიკიდან გადმოტანილი მტვერი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა, ის მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებს, რომელთაც აქვთ სუნთქვის პრობლემები, მოუწოდებს სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

პროფესორი ასევე რეკომენდაციას უწევს სამედიცინო ნიღბებს.

ისინი, ვისაც აქვთ რესპირატორული და გულის პრობლემები, უნდა მოერიდონ ფიზიკურ აქტივობას, ვინაიდან ამ დროს ადამიანის სუნთვის რიტმი გახშირებულია და მტვერის ფილტვებში მოხვედრის რისკი იზრდება.

ბრონქული ასთმის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია ინჰალატორების ხშირი გამოყენება.

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ატიკის მასშტაბით მომდევნო დღეებში ერთ კუბურ მეტრში მტვრის რაოდენობა 80-100 მგ-ს მიაღწევს.

onalem

ტესტ