fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სასტუმროს მფლობელი მატიში ხანძარს კლიენტების გადასარჩენად საკუთარი ხელით ებრძოდა (ვიდეო)

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მომაკვდინებელი ხანძრისას მატიში ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი, რომელსაც საკუთარ ბიზნეს ობიექტში 65 კლიენტი ჰყავდა, ცეცხლს საკუთარი ხელით ებრძოდა. გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ასხამს ის შენობის გარშემო ცეცხლს. სასტუმროში მყოფმა დამსვენებლებმა გადაწყვიტეს გარეთ არ გასულიყვნენ, თუმცა, სასოწარკვეთა დიდი იყო, რადგან არ იცოდნენ, სად უფრო დიდი საფრთხე ელოდათ.

სასტუმრო ითვლებოდა უკანასკნელ თავშესაფრად მანამდე, სანამ ხალხი წყალში გადახტებოდა. მეპატრონემ გახსნა ყველა კარი, რომლითაც ისინი ზღვისკენ გაქცევას შეძლებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენ გიორგო პაპას სასტუმროში ჰქონდა იმაზე მეტი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც შენობა ცეცხლში წამიერად არ გაეხვა.

“სიტუაცია კოშმარული იყო. მამაჩემთან ერთად მინის შესასვლელი კარები ჩავკეტე, რათა სასტუმროში დაბინავებული ხალხი კვამლისგან არ გაგუდულიყო. თუმცა, ეს მინის კარებიც კი დნებოდა,” ამბობს პაპა.

 

onalem

ტესტ