fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 19 თვის ბავშვი სახლის ეზოში გველგესლამ დაკბინა

ინციდენტი, რომელმაც ბავშვის მშობლები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, პილიოში მოხდა.

კერძოდ, 19 თვის ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში ბურთით თამაშობდა, როდესაც ხეზე აცოცებულ გველგესლას შემთხვევით ხელით შეეხო, გველმა კი რეაქცია არ დააყოვნა და ბავშვს თითზე უკბინა.

როგორც მცირეწლოვნის ბაბუა იტყობინება, გველგესლა ხეზე იმალებოდა. როგორც წესი ამ ტიპის გველები ხეებზე ცხოვრობენ.

ბავშვის ოჯახი პანიკაში ჩავარდა, რადგან მას თითი გაუსივდა და ზედ ნაკბილარი მკვეთრად ეტყობოდა.

ვოლოსის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა განაცხადეს, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობის დასტაბილურება შესაძლებელია.

ოჯახი აღნიშნული ტერიტორიის მაცხოვრებლებს სთხოვს, დიდი ყურადღება გამოიჩინონ თავიანთი შვილების მიმართ და ნუ დატოვებენ ეზოებში მარტოს.

onalem

ტესტ