fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის ხელისუფლება მოსახლეობას საკვების მოწამვლის შესახებ აფრთხილებს

ანარქისტების ჯგუფი ირწმუნება, რომ მათ რამდენიმე დასახელების საკვები და სასმელი მოწამლეს, რომლებიც სუპემარკეტების თაროებზე მოხვდება.

დღეს დილით ანტი-ავტორიტარულ ვებ-გვერდზე მათ განაცხადეს, რომ თავიანთი მიზნებისთვის ჰიდროქლორინის მჟავა გამოიყენეს და აღნიშნული საკვები და სასმელი ათენსა და თესალონიკში სუპერმარკეტების თაროებზე 20-დან 24 დეკემბრის ჩათვლით გამოჩნდება.

მათი მხრიდან ეს პროტესტის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რადგან საშობაოდ ათასობით ადამიანი თავიანთი დივნებიდან დგება და საყიდლებზე მიდის. სწორედ ამის გამო სამყაროში უამრავი ცოცხალი არსება კვდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს გემრიელი საკვები სჭირდება.

მათ ფოტოებიც კი ატვირთეს, თუ რომელ ბრენდებზეა საუბარი.

პროდუქტები, რომლებიც ეჭვის ქვეშ დგანან არის:

Coca Cola და Coca Cola Light 1.5 ლიტრიან ბოთლებში.

Yfantis parizaki 350გრ და 500გრ პაკეტებში.

რძე 3.5% Delta Milk blue მუყაოს პაკეტში.

გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ხელისუფლება ათენსა და თესალონიკში მოსახლეობას მოუწოდებს ნუ შეიძენენ აღნიშნულ პროდუქტს.

onalem

ტესტ