fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის საავადმყოფო: გარდაცვლილი 47 წლის ქალი და დაკარგული 440, 000 ევრო

ალექსანდრუპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ორი თვის წინ აუდიტორული შემოწმება ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში ფინანსების დეფიციტი იყო და საკმაოდ სერიოზული ”შავი ხვრელი” 2014 წლიდან 2016 წლამდე არსებობდა. ზარალი ზუსტად 441,666.80 ევროს უდრის.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ცხადია, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფერში ბრალი მიუძღვოდა. ბრალდება კი საავადმყოფოს საკუთრებაში არსებული თანხების ფლანგვას გულისხმობს. თანხა კი საკმაოდ სოლიდურია.

როგორც აღმოჩნდა ალექსანდრუპოლის საავადმყოფოს 20 წლის მანძილზე ერთი და იგივე მოლარე ჰყავდა, რომელიც თავის ასისტენტთან ერთად, ყველა ფინანსურ საკითხს მართავდა. ის 47 წლის ქალი იყო, რომელმაც 2016 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ერთ-ერთ სამუშაო დღეს ქალმა თავის თანამშრომლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც თავდაპირველად სულელურად აღიქვეს: ”ჩემთვის უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. გააკეთეთ ისე, რომ ყველაფერი სწორი ჩანდეს.” მოგვიანებით კი ქალმა თვითმკვლელობა ჩაიდინა და ყველაფერს ნათელი მოეფინა. მან წერილი ქმარსაც დაუტოვა, სადაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებდა და სთხოვდა არაფერი დაეჯერებინა. თუმცა, არ აკონკრეტებდა, თუ რაზე საუბრობდა.

ალექსანდრუპოლის საავადმყოფოში ჩატარებული ადმინისტრაციული მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ დისციპლინარული გადაცდომა, რომელიც 441,666.80 ევროს შეადგენს, 2014 წლიდან 2016 წლამდე ხდებოდა. პასუხისმგებელი კი 47 წლის ქალია, რომელიც ცოცხალი აღარ არის.

ის 2 შვილის დედა იყო.

onalem

ტესტ