fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიცია 29 წლის უცხოელის ფოტოებს ავრცელებს

31 ოქტომბერს თესალონიკის ბავშვთა დაცვის დეპარტამენტის ოფიცრებმა 29 წლის უცხოელი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად მცირეწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობა ედება.

ის არის 1989 წელს დაბადებული მუჰამად ჰუსეინი, ავღანეთიდან.

ავღანელი მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბავშვები მშობლებთან ჩიოდნენ, რომ ის მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

თესალონიკის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ ნომერზე 2310-388456 და 2310-388457.

 

onalem

ტესტ