fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: შტორმის გამო დატბორილი სახლები და სამეურნეო მიწები, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში შტრომს დიდი ზარალი მოჰყვა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, დატბორილია სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი.

ცენტრალურ საბერძნეთში, ქალაქ ლამიაში 62 წლის მამაკაცი ტრაგიკულად გარდაიცვალა. მან სახანძრო ბრიგადები გამოიძახა, რათა საკუთარი ორსართულიანი სახლის პირველი სართულიდან წყალი ამოეტუმბათ. როდესაც მეხანძრეებმა მილების ჩაშვება დაწყეს, მამაკაცი ოთახის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც კიბეზე ფეხი დაუცდა და თავი დაარტყა. მაშველებმა და მისმა ცოლმა მისი დახმარება სცადეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს და მისი სიკვდილი დაადასტურეს.

ლამიაში სახლები, მაღაზიები და სასოფლო-სამეურნეო მიწები სრულიად დატბორილია.

პარასკევს ათენში ძლიერმა წვიმამ ილიოპულისა და აგიოს ნიკოლაოსის გარეუბნებში ელექტრო ენერგიის გათიშვა გამოიწვია, თუმცა რამდენიმე საათში აღადგინეს.

onalem

ტესტ