fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

საბერძნეთის ორ დიდ ქალაქში, ათენსა და თესალონიკში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. დღეს დილით დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ათენში ერთი ქალბატონი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თესალონიკში კი აქციის მონაწილეების მიერ აშენებულ ბარიკადებს შორის მოქცეული მოტოციკლისტი დაშავდა.

პოლიციას ასობით ახალგაზრდა დაესხა თავს, ესროდნენ ქვებს. პოლიცია კი იძულებული გახდა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა. ამჟამად ათენში 5 000-ზე მეტი პოლიციელი უსაფრთხოების მიზნით არის მობილიზებული.

onalem

ტესტ