საბერძნეთი: როდის დაიხურება ბარიერები მეტროსადგურებში – Georgians.gr

საბერძნეთი: როდის დაიხურება ბარიერები მეტროსადგურებში

ელექტრონულ ბილეთებსა და ბარათებს ათენის მოსახლეობა თითქმის უკვე შეეჩვია და თითოეულ ტრანსპორტში მოხერხებულად იყენებს, თუმცა, ტრანსპორტის მინისტრის, ხრისტოს სპირძისი განცხადებით, მეტროსადგურებში ბარიერები უახლოეს დღეებში ღია დარჩება.

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დრო ახალ სისტემასთან შესაგუებლად. სწორედ ამიტომ, როგორც სპირძისი აცხადებს, ბარიერები 1 თვეში, იანვრის ბოლოსთვის დაიკეტება. ამ დროისთვის ბარიერები დაკეტილია 4 მეტროსადგურში: აეროპორტი, დუკისის პლაკენტიას, ელეონას, აგიოს დიმიტრიოს, ეგალეო.

გავრცელებული ინფორმაციით, იანვრის ბოლოს ბარიერები ეტაპობრივად დაიკეტება, თუმცა, პროცესის დასრულების ზუსტი თარიღი ცნობილი ჯერჯერობით არ არის.

ელექტრონული სისტება ნოემბრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდა, თუმცა, ჩანს, რომ ჯერ კიდევ არიან მგზავრები, რომელთათვისაც ეს ცვლილება ახალი და უცხოა.

melano

ტესტ