fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ქალი ბავშვით ხელში ძარცვავდა მაღაზიებს

წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა კრეტაზე, როდესაც ახალგაზრდა ქალმა ბავშვით ხელში, ათასობით ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარა ირაკლიოს ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიიდან.

29 წლის ახალგაზრდა ქალი მაღაზიაში მეორე ქალთან ერთად შევიდა, რომელსაც მან “დედა” დაუძახა. ცოტა ხნის შემდეგ, მან ისარგებლა იმით, რომ მაღაზიაში იმავდროულად სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ და პატარა ბიჭით ხელში, მოახერხა 8,000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობის ხელში ჩაგდება.

საიუველირო მაღაზიის უსაფრთხოების კამერიდან ამოღებულ ვიდეოში, რომელიც გუშინ, “CRETE TV”-ის ეთერით გადაიცემოდა, ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი ძვირფასეულობას იპარავს, ჩანთაში ყრის მოპარულ ნივთებს და ამის შემდეგ, მაღაზიიდან გადის.

თუმცა, მისი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, რადგან 56 წლის მაღაზიის მეპატრონე მალევე მიხვდა, რაც მოხდა და დაუყოვნებლივ, პოლიციაში დარეკა. პოლიცია ქალის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც იგი დააკავეს კიდეც.

აღნიშნული შემთხვევა 25 აგვისტოს, შუადღეს მოხდა ირაკლიოს ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიაში.  “CRETE TV”-სთან განცხადებაში, მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს ხელში პატარა ბავშვი ეჭირა და იგი მაღაზიაში მეორე ქალთან ერთად შემოვიდა, რომელსაც მან “დედა” უწოდა.

onalem

ტესტ