fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: პოლიციამ სამი პაკისტანელი მიგრანტების მძევლად აყვანისთვის დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ სამი პაკისტანელი დააკავა, რომელთაც 16 არალეგალი მიგრანტი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და გათავისუფლების სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვდნენ.

პოლიციის ინფორმაციით მძევლებს შორის 3 არასწულწლოვანია. ისინი სალონიკის ჩრდილოეთით ერთ-ერთ ფერმაში ჰყავდათ დამწყვდეული.

16-მა მიგრანტმა საბერძნეთის საზღვარი თურქეთიდან დაახლოებით ორი კვირის წინ გადმოკვეთა და პაკისტანელები მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 2,500 ევროს ($2,654) ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მძევალი გაიქცა ფერმიდან და პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ კი ოპერაცია შაბათს ღამით ჩაატარა და ყველა მათგანი გაათავისუფლა.

onalem

ტესტ