fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში: მამაკაცმა საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით 9 ტყვია ისროლა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ 35 წლის ბერძენი დააკავა, რომელმაც ათენში, კერძოდ ალიმოს ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით 9 ტყვია ისროლა.

ირკვევა, რომ ის მანქანაში იჯდა და ამ მდგომარეობაში ისროდა კორპუსისკენ.

მისი დაკავება ინციდენტიდან სამ დღეში მოხერხდა, როდესაც კამერების ჩანაწერები გადამოწმდა. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი, თითქოს, ცდილობს რაღაცას გაექცეს და პარალელურად ისვრის.

დაკავების დროს მან ოფიცრებს სწორედ ეს უთხრა, რომ ეგონა უთვალთვალებდნენ და ამიტომ ატეხა სროლა. საბედნიეროდ, ბრმა ტყვია არავის მოხვედრია, რადგან ხუთი მათგანი სწორედ კორპუსს მოხვდა.

დაკავებულმა ისიც თქვა, რომ ბოლო დროს მაფიოზური თავდასხმების გახშირების გამო ძალიან შეშინებულია და სწორედ ამიტომ გახსნა ცეცხლი, ეგონა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და მისი მოკვლა უნდოდათ.

35 წლის მამაკაცი პროკურორის წინაშე უახლოეს დღეებში წარსდგება, ხოლო მიზეზი, თუ რის გამო ფიქრობს, რომ მისი მოკვლა უნდათ, უცნობია.

onalem

ტესტ