fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პრეზიდენტის დაცვის ყოფილ წევრს ბიზნესმენისთვის 545.000 ევროს გამოძალვა ედება ბრალად

სკანდალურ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ირკვევა, რომ ეკატერინი საკელაროპულუს დაცვის ყოფილ წევრს, პოლიციელს, ბიზნესმენისთვის 545, 000 ევროს გამოძალვა ედება ბრალად, ამას ემატება Rolex-ის მარკის საათიც, რომელიც, ვითომ, პრეზიდენტს უნდოდა.

ტელეკომპანია ΑΝΤ1-თან ისაუბრა ბიზნესმენის ადვოკატმა, რომლის განცხადების მიხედვითაც, მამაკაცი პოლიციელს იცნობდა როგორც პროკურორს და ჰქონდათ გარკვეული შეხება, ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ და როგორც ჩანს, ბიზნესმენს შექმნილი ჰქონდა ზედმეტად დიდი წარმოდგენა აღნიშნულ პოლიციელზე, იმასთან შედარებით, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდა.

ირკვევა, რომ ბიზნესმენმა “პროკურორს” დაურეკა და შეატყობინა, რომ მის ერთ მეგობარს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სურდა, რომ მიეღო საბერძნეთის მოქალაქეობა, ნატურალიზაციის გზით და ამ ყველაფერში დახმარება სთხოვა.

როგორც ჩანს, “პროკურორი” ამაზე დათანხმდა და მისგან მოითხოვა შემდეგი თანხები:

2019 წელს 250.000 ევრო, რომ ამ კონკრეტულ პირს მიეღო საბერძნეთის მოქალაქეობა, შემდეგ 50.000 ევრო, რომ მოგვარებულიყო ყველანაირი ფორმალური პროცედურები, რომლებსაც, როგორც ეუბნებოდა, ვერსად წაუვიდოდნენ.

2020 წელს 195.000 ევრო, ხოლო მოგვიანებით კიდევ 50.000 ევრო, მიზეზების დაზუსტების გარეშე.

ამას გარდა, პოლიციელმა მისგან მოითხოვა, რომ საზღვარგარეთ მოეძებნა Rolex-ის მარკის საათი, რომელსაც ჰქონდა მწვანე ციფერბლატი, რადგან პრეზიდენტს სწორედ ასეთი სურდა, საბერძნეთში კი არ მოიპოვება.

ტელეკომპანია დაუკავშირდა თავად პოლიციელსაც, რომელიც ამბობს რომ არანაირი თანხა არ აუღია და აქვს მტკიცებულებები. მისი თქმით, ცხოვრების სტილითაც, რომელიც მას აქვს, ჩანს, რომ არ ფლობს დიდი რაოდენობის თანხას.

onalem

ტესტ