fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი პენსიონერებისთვის 5 ყველაზე საშინელ ქვეყანას შორის

საფრანგეთის საფინანსო კორპორაციამ Natixis-მა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საფრანგეთში, ჩაატარა კვლევა და გამოთვალა 2013 წლის გლობალური საპენსიო ინდექსი.

გამოსათვლელად მათ გამოიყენეს მსოფლიო ბანკის მონაცემები და სტატისტიკის ეროვნული ორგანოების ინფორმაცია.

იმ ქვეყნების რეიტინგში, რომლებშიც პენსიონერებისთვის ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, მოწინავე პოზიციებს იკავებენ თურქეთი, რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი და ამ ხუთეულში შედის საბერძნეთიც.

პენსიონერების ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალია ნორვეგიაში, შემდეგ მოდის შვეიცარია, ისლანდია, შვედეთი და ახალი ზელანდია. გერმანია მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო ამერიკა მე-17.

გლობალური საპენსიო ინდექსი გამოითვლება ჯანდაცვის დონის, ცხოვრების ხარისხის, პენსიის რაოდენობისა და მატერიალური კეთილღეობის ფაქტორების საფუძველზე, 0-დან 100-მდე. ამ სკალის მიხედვით ნორვეგიას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს – 86.

onalem

ტესტ