fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 42 წლის მამაკაცი დიდი რაოდენობით იარაღს დენის გაყვანილობაში მალავდა

საბერძნეთის პოლიციამ ქსანთიში 42 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩნდა. ცხადია, მას მათი ტარება-შენახვის ოფიციალური ნებართვა არ გააჩნდა. თუმცა, გასაკვირია ის, თუ სად მალავდა ის ამ ყველაფერს.

თავდაპირველად პოლიციამ ჩხრეკა ეჭვმიტანილის სახლში ჩაატარა, თუმცა, ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს. გამომდინარე აქედან, ძებნა გარეთ დაიწყეს და პისტოლეტებს და ვაზნებს დენის გაყვანილობაში მიაგნეს.

42 წლის მამაკაცს აღმოუჩინეს იარაღი, გაზის ორი ამპულა და 232 ტყვია.

მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

უცნობია, თუ რისთვის ინახავდა მამაკაცი დიდი რაოდენობით იარაღს, ის ქსანთის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ