fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

რას წერს 19 წლის იანის დედა, რომელიც კრეტაზე 20 წლის ქართველმა იმსხვერპლა

”მე ახლა არ მინდა ვიტირო სხვების არასწორი მანევრებისთვის. ახლა უნდა ვიბრძოლოთ სხვა ბავშვებისთვის, რომ მანქანის საჭე ხელებით მჭიდროდ ეჭიროთ,” ამბობს 19 წლის იანის დედა, იოანა კეფალა.

ქალი საკუთარი შვილის სიკვდილით შოკირებულია. 19 წლის იანისი კუნძულ კრეტაზე, ხანიაში, უნივერსიტეტთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. მანქანას 20 წლის საქართველოს მოქალაქე მართავდა.

”მე ახლა სხვების მანევრებისთვის ტირილი არ მინდა, უცრემლოდ უნდა ვიმოქმედო. ჩემი საკუთარი შვილი გარდაიცვალა და ეს უსამართლოდ მოხდა. ჩვენი შვილები გადიან გარეთ და არც კი ვიცით, დაბრუნდებიან თუ არა უკან ცოცხლები. მე მინდა რაღაც შეიცვალოს და ამის შეცვლა შეუძლიათ მხოლოდ დედებს, სხვა არავის.

მე არ ვითხოვ სასამართლოსგან გამართლებას, რადგან ვიცი, რა კანონებიც გვაქვს. მე მხოლოდ ვიბრძოლებ მომავალში იმ კანონისთვის, რაც ასეთ შემთხვევებშია საჭირო. მიმაჩნია, რომ უკეთესია ვიბრძოლო სხვა ბავშვებისთვის, რომლებმაც საჭე ხელებით მაგრად უნდა ეჭიროთ,” ამბობს იოანა კეფალა.

იანის დედამ საკუთარი მესიჯი მარინა პაპამანოლიუდაკისს გაუგზავნა, რომელიც საგზაო შემთხვევების აღმოფხვრისთვის იბრძვის და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

”მარინა, მე შენ არ გიცნობდი და ამ საშინელმა შემთხვევამ დაგვაახლოვა. ამ მძიმე პერიოდში ძალიან დამეხმარე. მე არ ვისაუბრებ იმ დედის გადმოსახედიდან, რომელმაც საკუთარი ანგელოზი დაკარგა. თუმცა, ჯერ კიდევ ვცდილობ გავიაზრო, რომ ეს ორი ლამაზი სიცოცხლე ასე მარტივად განადგურდა.

სტელა და იანი თითოეული ბერძენისთვის ყოველთვის დარჩება იმის მანიშნებლად, რომ ჩვენ გვჭირდება განათლება სკოლებში, გვჭირდება ვისწავლოთ საგზაო წესები, მანქანის მართვა და არ გამოვიწვიოთ კიდევ მეტი უბედურება,” წერს იანის დედა.

onalem

ტესტ