fbpx
ემიგრაციული სიახლეებიკრიმინალი

ქართველი ემიგრანტის მკვლელობა ბერძნულმა ტელეკომპანიამ გააშუქა

ბერძნული ტელეარხის “ალფას“ საღამოს ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული იქნა ქართველი, 3 შვილის დედის, თესალონიკიშივე მცხოვრები 36 წლის ქალბატონის მკვლელობის დამატებითი დეტალები.

ჟურნალისტ ადონის სროიდერს გგარდაცვლილის მეგობარი, ბერძენი ფარმაცევტი კატერინა სიოტა ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მათი კომუნიკაცია (ანგიოქირურგის და პაციენტის), სოციალური ქსელის მეშვეობით საკმაო ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ექიმი დაჟინებით მოუწოდებდა მას ოპერაციის გაკეთებისკენ (კოსმეტიკური მიზნებით და ქათინაურებით) და ბოლოს ოპერაციაზეც დაიყოლია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, წინასწარგანზრახულ მკვლელობასთან და წინასწარდაგეგმილ ძალადობასთანაც  გვქონდეს საქმე. ქალბატონი სიოტა ძალზედ დადებითი სიტყვებით ახასიათებს გარდაცვლილს და აღნიშნავს, რომ ის უსათნოესი ქალბატონი იყო და სამსახურის, სახლისა და ოჯახის გარდა არაფერი აინტერესებდა.

ვიდეოს ბმული: http://www.alphatv.gr/news/society/agrio-egklima-me-thyma-36hroni-georgianistin-thessaloniki

 

onalem

ტესტ