fbpx
კრიმინალი

აფეთქება კოლონაკში: დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი

“დილამშვიდობისას თქმაც კი ვერ მოვასწარი, რომ ბომბი აფეთქდა და ყველანი ძირს აღმოვჩნდით,” ამბობს ინციდენტის თვითმხილველი.

“ძალიან უცნაურია, რომ ბომის არსებობის შესახებ ზარი არ ყოფილა. ეს ძალიან საშიშია. გაუგებარია აფეთქების მოწყობა ეკლესიაში, რადგან ეკლესია სიყვარულია. ის, რომ ეკლესიას თავს დაესხნენ, კონკრეტული გამოხატულებაა,” ამბობს მამა გეორგიოს ცელადიდისი.

აფეთქება დღეს დილით კოლონაკში ეკლესიის მთავარ შესასვლელში მოხდა. ბომბის შეფუთვაში იყო ყვითელი სითხე და საათი. ის ერთ-ერთმა სასულიერო პირმა იპოვა, რომელიც დაშავებულია, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. ასევე დაშავდა პოლიციელი, რომელსაც დაზიანებები სახეზე აქვს მიღებული. ის ძირს დაგდებული იპოვეს.

ამ დროისთვის სკუფას ქუჩაზე მანქანების გადაადგილება აკრძალულია, ადგილზე მუშაობს სპეციალური სამსახური.

დაშავებული პოლიციელი კი “ევანგელისმოს” საავადმყოფოში რჩება.

იხილეთ პირველი კომენტარი:


onalem

ტესტ