fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

პტოლემაიდა: 10-დან 7 გარდაცვლილი ონკოლოგიურ დაავადებას ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ქალაქ პტოლემაიდაში ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით სიტუაცია ძალიან კრიტიკულია.

ამ რეგიონში 10 გარდაცვლილიდან 7-ის სიკვდილის მიზეზი სწორედ კიბოს ან თრომბოემბოლიური დაავადებების დიაგნოზია (გულის შეტევა, ინსულტი). 10-დან მხოლოდ 3 შემთხვევაა გამოწვეული სხვა მიზეზით. 1950 წლიდან კიბოს გავრცელების ტენდენცია 16%-ით გაიზარდა.

პტოლემაიდაში სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ 30,5%-ით მოიმატა. გარდა, ამისა გარდაცვლილთა ასაკის საშუალო მაჩვენებელი უფრო და უფრო მცირდება. ყველაზე მეტად კიბო გავრცელებულია 45-დან 65 წლამდე ასაკის მოსახლეობაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან აცხადებენ, ამ ყველაფრის მიზეზი რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაა.

onalem

ტესტ