fbpx
ემიგრაციული სიახლეები

პრემიერი ემიგრანტებს: საქართველოს სჭირდება თითოეული თავისი თანამემამულე

„საქართველოს სჭირდება თითოეული თავისი თანამემამულე, მათი ინტელექტუალური პოტენციალი და პროფესიული გამოცდილება“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის ფორუმზე განაცხადა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ დიდი შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინსვლაში, ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში.

„კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, რომელიც მართლაც მთელმა საქართველომ ერთხმად იზეიმა გუშინ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პოზიტიური ემოციის ფონზე, მართლაც ეს საყოველთაო დღესასწაული იყო, არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. დღეს ამ სიხარულის ფონზე იმართება დიასპორის ფორუმი და დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართული დიასპორის დღეს.

დღევანდელი ჩვენი შეკრება და ეს ფორუმი არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს სჭირდება თითოეული თავისი თანამემამულე, მათი ინტელექტუალური პოტენციალი და პროფესიული გამოცდილება.

მე მჯერა, რომ სწორედ თქვენთან ერთად, მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, შევძლებთ ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და ჩენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

onalem

ტესტ