fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ილია II ემიგრანტებს: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ქართული ენა არ დაივიწყონ

ასე მიმართა ემიგრანტებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ემიგრანტებს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე ” ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის”.

“თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ, ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა. ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში გახდა ცენტრები ჩვენი სულიერი ქართული კულტურისა. შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატური. ამაშის აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ.

მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს უპირელეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დავივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსთვის. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდეს. ჩვენთან არს ღმერთი”, – ბრძანა პატრიარქმა.

onalem

ტესტ