fbpx
კრიმინალი

პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს: იძებნება პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილი ბომბები

საბერძნეთის ფოსტის თითოეულ შენობაში პოლიცია შემოწმებას ძაღლების საშუალებით ატარებს, ისინი ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებენ. პოლიტიკოსებისა და პარტიების ოფისებშიც დაწყებულია საგანგებო შემოწმებები. ამ ყველაფერმა შესაძლოა პოლიცია ისევ ანარქისტების კვალზე გაიყვანოს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ჯერ კიდევ არსებობს მსგავსი პაკეტები, რომლებშიც ასაფეთქებელი ნივთიერებებია მოთავსებული.

ახალი სახის ოპერაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლუკას პაპადიმოს მანქანაში აფეთქება მოხდა.

პოლიცია შემთხვევას ტერორისტულ აქტად მიიჩნევს. ყოფილმა პრემიერმა საკუთარ მანქანაში გახსნა პაკეტი და სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. ( ჩატარდება შიდა შემოწმება, რომლის შედეგადაც გაირკვევა, თუ რამდენად კარგად მუშაობს პოლიტიკოსის პირადი დაცვა, რომელიც მის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი).

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ბომბი ანარქისტების ტერორისტული ორგანიზაციებისგან მსოფლიო ბანკსა და გერმანელ პოლიტიკოსებთანაც გაიგზავნა.

onalem

ტესტ