fbpx
სხვადასხვა

საბერძნეთის რომელ კუნძულებზეა შესაძლებელი გაფრენა

სისწრაფე, კომფორტი და ზოგჯერ უფრო ხელმისაწვდომი ფასი – ეს ყველაფერი  საჰაერო ტრანსპორტს მომხმარებლის თვალში უფრო მიმზიდველს ხდის, ამიტომაც ისინი გემით გადაადგილებას, თვითმფრინავით მგზავრობას ამჯობინებენ.

იცით, რომელ კუნძულებზეა შესაძლებელი თვითმფრინავით გამგზავრება?

გთავაზობთ სიას, თუ სად შეგიძლიათ წახვიდეთ საჰაერო გზით:

ეგეოსის ზღვის კუნძულები – ასტიპალია, კალიმნოსი, იკარია, კარპატოსი, კიტირა, კოსი, ლემნოსი, ლეროსი, ლესვოსი, მილოსი, მიკონოსი, ნაქსოსი, ფაროსი, როდოსი, სამოსი, სანტორინი, სკიატოსი, სკიროსი, სიროსი, ხიოსი.
იონისს ზღვის კუნძულები – კერკირა, კეფალონია, ზაკინთოსი.

კრეტა – ხანია, ირაკლიონი, სიტია.

ჩვენ შევარჩიეთ ხუთი არც ისე ცნობილი, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებები:

ასტიპალია

კუნძული, რომლის კონტურებიც პეპელას ჰგავს, მდებარეობს დოდეკანესსა და კიკლადესს შორის. სასტუმროს ფასები აქ 30 ევროდან იწყება. აეროპორტი სახელად ”Panagia” სოფელ მალტესანთან ახლოს მდებარეობს და დედაქალაქ ხორადან 13 კილომეტრშია. გადაადგილება ავტობუსით ან ტაქსით შეგიძლიათ.

იკარია

იკარია აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია. აქ არის შთამბეჭდავი ბუნება, მდიდარი კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა. გართობა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია. სასტუმროს ნომრის ფასები 25 ევროდან.

კარპატოსი

მთიანი კუნძული, რომლის მაცხოვრებლებს შენარჩუნებული აქვთ ტრადიციები. აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ ნამდვილი ბერძნული სტუმართმოყვარეობა. სასტუმროს ნომრები ღამეში 20 ევროდან.

მილოსი

საოცრად შარმიანი კუნძული, დიდი ისტორიული მემკვიდრეობით. აქ 75 მშვენიერი სანაპიროა. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ნომრის ფასები 18 ევროდან იწყება.

სიროსი



ელეგანტური კუნძული მდიდარი ისტორიითა და გართობის აურაცხელი საშუალებებით. სიროსი განთქმულია ბერძნული სამზარეულოთი. სასტუმროს ნომრის ფასები 25 ევროდან იწყება.

onalem

ტესტ