fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პატრა: 49 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობამდე წერილები დატოვა

პატრასში 49 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის საბაჟოს ოფიცერი იყო.
მანამდე, ვიდრე გულის არეში იარაღით ჭრილობას მიიყენებდა, ორი წერილი დაწერა, ერთი თავისი პარტნიორისთვის, ხოლო მეორე თავისი დისშვილისთვის.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცი გუშინ სამსახურში არ გამოცხადებულა, რამაც მისი კოლეგების შეშფოთება გამოიწვია. ისინი მის სახლში მივიდნენ და ნახეს, რომ კარი ჩაკეტილი იყო, ხოლო მანქანა გარეთ ეყენა.

მათ სახლში შესვლა ფანჯრის ჩამტვრევის ხარჯზე მოუწიათ და საშინელი სანახაობის წინაშე აღმოჩნდნენ.

49 წლის მამაკაცი სისხლში ცურავდა, გულის არეში კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

მის გვერდით ორი წერილი იდო, რომლის შინაარსიც ამ დრომდე უცნობია.

onalem

ტესტ