fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პალეო ფალირო: 55 წლის მამაკაცი გაძარცვეს და სასტიკად აწამეს

სამშაბათს დაახლოებით 22:00 საათზე პალეო ფალიროში 55 წლის მამაკაცი ძარცვისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მას სახლში 3 ნიღბიანი შეეჭრა და წამების ფონზე აიძულეს ეთქვა, თუ სად ჰქონდა თანხა შენახული.

კერძოდ, ღამით მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა და მე-6 სართულზე ასასვლელად ლიფტი გამოიძახა. როდესაც ზემოთ ავიდა, მის წინ სამი ნიღბიანი აღმოჩნდა, რომლებიც, როგორც ჩანს, მის მოლოდინში იყვნენ.

მათ ის სახლში შეიყვანეს, დაბლა დააგდეს, გაკოჭეს და მანამდე სცემეს, სანამ მამაკაცმა თანხის ადგილმდებარეობა არ უთხრა.

დამნაშავეებმა მისი სახლიდან 4, 000 ევრო და მისი მობილური წაიღეს.

პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფება დანაშაულს ყველაზე სასტიკი ფორმით ჩადის, ვინაიდან ძარცვის შემდეგ, სასტიკად ნაცემ მსხვერპლს შეკრულს, სრულიად უიმედო მდგომარეობაში ტოვებენ და ადგილიდან გარბიან.

onalem

ტესტ