fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ომონია:”ამდენი განერვიულებული ემიგრანტი დღეს რომ ვნახე, არასოდეს მინახავს”

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია საბერძნეთიდან საქართველოში გასაგზავნი ამანათების ფასის მატებასთან დაკავშირებით, რამაც ბევრი კითხვის ნიშანი დასვა. იხილეთ, რას წერს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ქალბატონი კვირას ომონიაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

“ამდენი განერვიულებული ემიგრანტი დღეს რომ ვნახე, არასოდეს მინახავს. ომონიაზე, რომ იტყვიან ნემსს ვერ ჩაარჭობდი სადმე.

ბანკთან იქვე ერთი ნაცნობი ქალბატონი შემხვდა და მის მეგობართან ერთად ისეთ ქოქოლას აყრიდა ჩვენს მთავრობას ,დავინტერესდი და ვიკითხე,ამჯერად რა გააფუჭეს.

-რა და სანამ სულს არ ამოგვხდიან ამ უცხო მიწაზე ,მანამ არ დაისვენებენ-ო და იქვე თითით მიმანიშნა,გახედე რა ამბავიაო… გორა-გორა დაყრილი ამანათებით ჩახერგილი ქუჩა…ლანძღვა-გინება, შეძახილები. ზოგი ტაქსს ეძებდა,ზოგიც მეგობარს თხოვდა სახლამდე მიმატანინე ეს ძლივს მოთრეული ტვირთიო… მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ყველაფრის მიზეზი, ერთ დღეში თვითნებურად თუ სხვისი ბრძანებით მომატებული ფასები აღმოჩნდა.

ერთი კილოგრამი ამანათის საქართველოში გაგზავნა, რომელიც პარასკევამდე 0.50ცენტი ღირდა, შაბათს უკვე 1.50 გამხდარა.

რატომ? რა მოხდა ერთ დღეში? რატომ არ იყო გამოცხადებული ერთი კვირით ადრე, რომ მომდევნო კვირას მომატებული იქნებოდა ამანათების გაგზავნის ფასი.

ვის შეიძლება მოეთხოვოს პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით?!

ისედაც განერვიულებულ ემიგრანტებს რას ერჩოდით?!

არ ყიფნით საკუთარ სახლებში რომ ვერ ითენებენ ახალ წელს. საჩუქრების გაგზავნა მაინც გეცლიათ, ვინ იცის როგორ ელოდებიან ოჯახები. თუმცა სულ ტყუილად ვწერ ამ ყველაფერს, “თქვენ “, ხომ მაშინ ხართ “კარგად “როცა …(ბევრი რამ მინდა ჩამოვთვალო).

ვიფიქრე დავწერ ,რამდენიმე ჯგუფშიც დავდებ და იქნებ ვინმემ ჩვენთვის სასურველი პასუხი გაგვცესთქო, თუმცა ნაკლებად მაქვს მაგის იმედი…

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ემიგრანტებო… “

onalem

ტესტ