fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

OASA: ელექტრონულ ბილეთებზე ფასდაკლებებით მომხმარებლის 74% სარგებლობს

OASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეღავათებით, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ, ელექტრონულ ბილეთებზე დაწესდა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სარგებლობს.

კერძოდ, მათ, ვისაც არ აუღიათ ერთთვიანი ელექტრონული ბარათი, ურჩევნიათ იყოდონ პაკეტები, რომლებიც სხვადასხვა შეღავათებს მოიცავს. მაგალითად 10 ბილეთს +1 უფასოდ, რაც ნიშნავს, რომ 1 ბილეთის ფასი 1, 40 ევროს ნაცვლად, 1, 23 ევრო გამოდის. 

ასევე, 5 ბილეთიანი პაკეტი, რომლის ფარგლებშიც ერთი ბილეთის ღირებულება ნაცვლად 1, 40 ევროსი, 1, 30 ევრო გამოდის.

ტრანსპორტის კომპანიის მიხედვით, ამ დროისთვის ბილეთების გაყიდვებიდან 74% სწორედ შეღავათიან პაკეტებზე მოდის.

ATH.ENA card ანუ ელექტრონული ბარათი აღებული აქვს 250, 000 ადამიანს.

რაც შეეხება ბარიერებს მეტროებში, ჯერჯერობით ისინი დაკეტილია მხოლოდ 6 სადგურში: ელეონას, ეგალეო, აგიოს დიმიტრიოს, აგიოს ანტონიოს, აეროპორტი, დუკისის პლაკენტიას. როგორც სამინისტროდან იტყობინებიან, იანვრის ბოლომდე სხვა სადგურებიც ეტაპობრივად დაიკეტება.

OASA აფრთხილებს მომხმარებლებს, ნუ გადააგდებენ ელექტრონულ ბილეთებსა და ბარათებს, რადგან მათზე თანხის ჩარიცხვა კვლავ შეიძლება.

onalem

ტესტ