fbpx
საზოგადოება

ნეა სმირნი: გარდაცვლილი ჩვილი კორპუსის მაცხოვრებელმა აივნიდან დაინახა

პოლიცია ნეა სმირნიში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბავშვი გუშინ საღამოს საცხოვრებელ კორპუსთან იპოვეს. პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ტომარა, რომელშიც ჩვილი იწვა, თავისი აივნიდან შენიშნა.

ბიჭი ზეწრებში იყო გახვეული, ხოლო შემდეგ პლასტიკურ ტომარაში მოთავსებული, მას ჭიპლარიც კი არ ჰქონდა მოჭრილი.

პოლიციამ კარდაკარ დაკითხა კორპუსის თითოეული მაცხოვრებელი და ისინი ამ დრომდე ცდილობენ მშობლების ვინაობის დადგენას, თუმცა, უშედეგოდ. გამომდინარე აქედან, ისინი მეზობელ ბინებში აგრძელებენ გამოძიებას.

ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ხვალ ჩაუტარდება.

ამ დროისთვის მისი სიკვდილის მიზეზი უცნობია, ისევე როგორც დრო, თუ როდის დაიღუპა ჩვილი, ვიდრე გარეთ დატოვებდნენ, თუ მას შემდეგ.

onalem

ტესტ