fbpx
საზოგადოება

ცნობილი მსახიობი, მერი ხრონოპულუ, კრიტიკულ მდგომარეობაშია – ის ქართველმა ქალბატონმა იპოვა სახლში, იატაკზე დაცემული

ბერძნული კინოს ნამდვილი ვარსკვლავი, ქალბატონი მერი ხრონოპულო, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც საკუთარ სახლში დაეცა და ტვინში სერიოზული ჩაქცევა განუვითარდა.

მედიასთან ისაუბრა მისმა ქართველმა დამხმარემ, ქალბატონმა ნინომაც, რომელიც პირველი იყო, ვინც ხრონოპულო სახლში იატაკზე იპოვა და დაეხმარა.

ინციდენტი კვირა დღეს მოხდა, როდესაც ქ-ნ ნინოს დასვენების დღე ჰქონდა და სახლში არ იმყოფებოდა. ჩანს, რომ მერი ხრონოპულო საწოლიდან ადგა, ოთახიდან გამოვიდა, სადაც სამი საფეხურია, კიბის მსგავსი, სწორედ იქ დაუცდა ფეხი და დაეცა. ეს დაცემა მისი ორგანიზმისთვის მძიმე აღმოჩნდა, რადგან ბოლო პერიოდში ისედაც ავადმყოფობდა და ოპერაციები ჰქონდა გაკეთებული.

ქართველი ქალბატონი ემოციურად მძიმე მდგომარეობაშია, თავად ქ-ნ მერი კი, რეანიმაციულ განყოფილებაში, ფაქტობრივად, სიკვდილს ებრძვის.

onalem

ტესტ