fbpx
საბერძნეთი

მომდევნო დღეებში საგაზაფხულო ამინდი საბერძნეთში – ოქტომბრის თვე საკმაოდ თბილი ამინდებით

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო დღეების მანძილზე საბერძნეთში საგაზაფხულო ამინდი გვექნება და სეზონისთვის საკმაოდ კარგი ტემპერატურა დაფიქსირდება.

წვიმიანი სექტემბრის შემდეგ სინოპტიკოსები უფრო მზიან ოქტომბერს გვპირდებიან. შესაძლოა მცირე ნალექი დაფიქსირდეს კონკრეტულ ტერიტორიებზე, მაგრამ ტემპერატურა მაღალი იქნება. ყველაზე თბილი ამინდი მოსალოდნელია საბერძნეთის დასავლეთითა და დოდეკანესის კუნძულებზე, დანარჩენ რეგიონებში ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.

ზოგადი შეფასებების მიხედვით, სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ნოემბრის თვე ასევე წვიმიანი იქნება და არ არის გამორიცხული ისეთი კლიმატური ფენომენების გაძლიერება, როგორებიც აქამდე გვქონდა. შესაძლოა მათ არ გამოიწვიონ დამანგრეველი შედეგები, მაგრამ მაინც საფრთხის შემცველი იქნება იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც უკვე დაზარალდნენ.

იხილეთ პროგნოზი გრაფიკულად:

ხვალ

პარასკევი

შაბათი


კვირა

onalem

ტესტ