fbpx
საზოგადოება

ბერძენ ფსიქოლოგს პაციენტ ქალთან 15 წელი ჰქონდა ურთიერთობა, სხვა ქალაქში კი, ცოლ-შვილი ჰყავდა

მსგავსი ამბის შესახებ გარკვეული პერიოდის წინაც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა, ახლა ბერძნული მედია მორიგი შემთხვევის შესახებ გვიყვება. საკითხი ეხება ქალს, რომელიც 15 წლის მანძილზე სრულ ტყუილში ცხოვრობდა და როდესაც მამაკაცთან დაშორება ისურვა, შურისძიების მსხვერპლიც გახდა.

საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მამაკაცი, რომელთანაც ქალს ამდენი წლის მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა, მისი პირადი ფსიქოლოგი იყო. აქ უკვე ირღვევა პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, ექიმს ეკრძალება პაციენტთან პირადი ურთიერთობის დაჭერა. ისინი არც მეტი არც ნაკლები 15 წელი იყვნენ ერთად, ცხოვრობდნენ თესალონიკში ისე, როგორც ცოლ-ქმარი, რეალურად კი, მამაკაცს სხვა ქალაქში ცოლ-შვილი ჰყავდა, რომელსაც მხოლოდ შაბათ-კვირას აკითხავდა.

როდესაც ქალმა მისი პარალელური ცხოვრების შესახებ შეიტყო, მაშინვე გადაწყვიტა დაშორება და სწორედ იქიდან დაიწყო მისი კოშმარიც. მამაკაცმა გაავრცელა მისი შიშველი ფოტოები, ეწეოდა მის ცილისწამებას და ცდილობდა დაემცირებინა ოჯახთან, მეგობრებთან და ახლობლებთან.

ყველაზე უარესი ინფორმაცია, რასაც მამაკაცი ავრცელებდა, იყო, რომ თითქოს, ქალი კომპენსაციას იღებდა ინტიმური კავშირის სანაცვლოდ და ამის შესახებ შეიტყვეს მისმა მშობლებმაც.

 

onalem

ტესტ