fbpx
საბერძნეთი

მიკონოსი: ხორცის მაღაზია, რომელიც საიუველირო მაღაზიას ჰგავს

კუნძულ მიკონოსზე ხორცის ღირებულება ძვირფასეულობის ღირებულებას გაუტოლდა და 1 კგ 300 ევროდ იყიდება.

ლაგადას რაიონში მაღაზია ”Drakoulis” სულ ახლახანს გაიხსნა. თუმცა, ის სულაც არ ჰგავს ჩვეულებრივ ხორცის მაღაზიას. ეს არის ინოვაციური სივრცე, სადაც მომხმრებელს განათებული  ვიტრინებიდან შეუძლია აირჩიოს ლორი და ამავე დროს ელექტრონულ მუსიკას მოუსმინოს.

მაღაზიას შთამბეჭდავი დეკორაცია აქვს და ის ძალიან ჰგავს ნებისმიერი მდიდრული ბრენდის სამკაულების განყოფილებებს.

ინტერიერი ნამდვილად მომხიბვლელია, თუმცა არა ფასები. როგორც აღვნიშნეთ, აქ 1 კგ ხორცი 300 ევრო ღირს.
მაგრამ როგორც ჩანს, ეს მომხმარებელს არ ადარდებს. მუსიკა, რომელიც მაღაზიაშია ჩართული, ითრევს მათ, ნელნელა აირჩიონ სასურველი ხორცი სადილისთვის.

onalem

ტესტ