“მე მათ ვერ გავზრდი” – დედა, რომელმაც ოთხი მცირეწლოვანი შვილი მიატოვა

გუშინ კალამატას პროკურატურასთან უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა. ქალი ოთხ შვილთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ მათზე უარს ამბობდა.

ოთხი არასრულწლოვანი ბავშვის დედას შვილების მიტოვება ფინანსურმა პრობლემებმა აიძულა. მისი თქმით, მას შვილების გაზრდა არ შეუძლია.

ბავშვებიდან ყველაზე პატარა 10 თვის, ხოლო ყველაზე დიდი 9 წლის არის.

პროკურორის ბრძანებით ბავშვები კალამატას პედიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება იმ კონკრეტული მიზეზების დასადგენად მუშაობს, რის გამოც ქალი ოთხ შვილზე უარს ამბობს.

melano

ტესტ