fbpx
საბერძნეთი

მარათონაში ილიას ფსინაკისის გადადგომას ითხოვენ: რას პასუხობს მათ მერი?!

მარათონას მერმა, ილიას ფსინაკისმა, მათთვის, ვინც მატიში სასიკვდილო ხანძრის შემდეგ, მის გადადგომას მოითხოვს, პასუხის გაცემა პრესის საშუალებით გადაწყვიტა.

“ჩემი ცხოვრების ბოლომდე მომიწევს პასუხის გაცემა მათთვის, ვინც დაკარგა საკუთარი ოჯახი, სახლები, ქონება და უსაფრთხოების განცდა”, – ამბობს ილიას ფსინაკისი და დასძენს: “ჩვენი მუნიციპალიტეტი ამას განიცდის და დიდ ხანს იქნება განცდებში. ეს ტრაგედია ომის ექვივალენტურია. ომის პირველი დანაკარგი კი, სიმართლეა “.

მარათონას მერი ამტკიცებს, რომ “ამ კრიტიკულ საათებში, ზოგიერთი პირი, მცირე პოლიტიკური მოტივებით, ცდილობს სხვა სახის „ხანძრის“ გაჩენას მარათონაში”.

რაც შეეხება პოლიტიკურ ფასს, ბატონი ფსინაკისი ხაზს უსვამს იმას, რომ მას არასდროს ადარდებდა პოლიტიკური ფასი, ახლაც ასეა. ის ასევე, მოუწოდებს მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს: “ჩვენს ტერიტორიას ყველანი ვჭირდებით. მკვდარი შეჯახებები და დაპირისპირებები მხოლოდ ზიანისა და ტკივილის მომტანია. ახლა არის მოქმედების დრო. დავეხმაროთ და წვლილი შევიტანოთ ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით, ადამიანებისა და გარემოს ჭრილობების მოსაშუშებლად. მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი ტრაგედიის მსხვერპლ ხალხს ვცეთ პატივი, დაუღალავი მუშაობითა და სიმართლით “.

onalem

ტესტ