fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ლარისა: ეკლესიის ეზოში წლინახევრის ბიჭი მიტოვებული იპოვეს!

ლარისაში, ერთ-ერთი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა ბავშვი უპატრონოდ მიტოვებული იპოვეს. ის ერთ-ერთმა გამვლელმა დაინახა და როდესაც მიხვდა, რომ ბავშვი მარტო იყო, პოლიციას შეატყობინა.

ბავშვი 1,5-2 წლის ასაკისაა. მას სუფთად ეცვა და კარგად გამოიყურებოდა.

ბიჭი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო იქიდან, სოციალური მომსახურების ცენტრში.

მცირეწლოვანი ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ის არ გამოხატავს, რომ დედა ენატრება, საკმაოდ კომუნიკაბელური და მხიარულია ხალხთან, რომელთაც არც კი იცნობს. მისი ასაკიდან გამომდინარე, რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ვერ ხერხდება. არც მისი მშობლებისგან და არც სხვა ნათესავებისგან არ ხდება რაიმე განაცხადის გაკეთება, მისი დაკარგვის თაობაზე.

ის, რომ ბიჭი ეკლესიის ტერიტორიაზე იპოვეს, ამყარებს ვარაუდს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის და ის იქ ”უკეთესი მომავლისთვის” განზრახ დატოვეს.

onalem

ტესტ