fbpx
საბერძნეთი

ლამია: ნასვამი მძღოლი ჯერ სამ მანქანას, ხოლო შემდეგ შენობას დაეჯახა

ლამიას გზაზე 34 წლის მამაკაცს სერიოზული ინციდენტი შეემთხვა. ის მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და საჭეზე კონტროლი დაკარგა.

კერძოდ, ის თავდაპირველად სამ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, ხოლო შემდგომ შენობას და ფანჯრები ჩაამსხვრია.

საოცარია, თუმცა, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია. ავარია დილის 04:00 საათზე მოხდა.

34 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.

ინციდენტისას გზაზე მანქანები არ მოძრაობდნენ, ამიტომ მხოლოდ მატერიალური ზარალი ფიქსირდება.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ